სასწავლო საგნის
დასახელება--ქართული ენა და ლიტერატურასწავლების კლასი--XII
სასწავლო კურსის
ხანგრძლივობა--ორი სემესტრი
საათების რაოდენობა- 170 აკად. საათი
სასწავლო კურსის
ზოგადი აღწერა--ქართული ენისა და ლიტერატურის
სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების
თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქვედა საფეხურზე
შეძენილი უნარი იქცეს
ახალ უნარ-ჩვევათა განვითარების წყაროდ
სწავლების მომდევნო საფეხურზე,
ვლინდებოდეს კომპლექსურ პიროვნულ
აქტივობაში, ინტერაქტიულ მიმართებაში, საკომუნიკაციო
ინიციატივის, დამოუკიდებელი კრიტიკული
ანალიზისა და სიახლეთა
პრეზენტაციის უნარში.
საგნის სწავლების მიზნები
განუვითაროს მოსწავლეს წერითი და ზეპირი მეტყველების
კულტურა; განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა
და სხვადასხვა დანიშნულების
წერილობითი ტექსტის შექმნის
უნარი; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების
უნარი; გააცნობიერონ ეროვნული
და ზოგადსაკაცობრიო კულტურა,
როგორც ცვლილებებისა
და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი. წაკითხული ტექსტის
ანალიზი და სინთეზი,
ტექსტებში მოცემული გრამატიკული
კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო
ინტერპრეტაციით წარდგენა, სხვადასხვა
ტიპისა და ტექსტების
გამართულად წერა. გრამატიკის,
ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად
გამოყენება ტექსტის ასაგებად.
საგნის
სწავლების ამოცანები
აზრის ცხადად,
ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
სამეტყველო ეტიკეტის ნორმების
დაცვა, ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების
შესწავლა, ტექსტებთან შემოქმედებითი დამოკიდებულება, მონოლოგური
და დიალოგური მეტყველება, მიზნობრივი
ამოცანის შესატყვისი სტილით
წერა და მეტყველება. ლიტ. ნაწარმოებში ასახული
ფასეულობების გამოვლენა
აუცილებელი
საბაზისო კომპონენტები
მოსწავლე წარმოადგენს
სასწავლო პროექტს აუდიტორიის
წინაშე, კრიტიკულად აანალიზებს
და აფასებს სხვის
მიერ წარმოდგენილ სასწავლო
პროექტებს, იყენებს სხვადასხვა
სტრატეგიას პროექტის პრეზენტაციისთვის.
მოსწავლე კითხულობს
და აანალიზებს სხვადასხვა
პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს
მათში ასახული ინფორმაციის,
თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
აანალიზებს მხატვრული სახის
შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს;
ირჩევს და იყენებს
კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.
მოსწავლე წერს გამოკვლევას წინასწარ
ჩერჩეულ თემაზე; წერს სასწავლო რეფერატს
რამდენიმე წყაროს მიხედვით;
წერს მხ. ნაწარმოების
ანალიზს; იყენებს წერის
სათანადო სტრატეგიებს.
რესურსები
ადამიანური
რესურსი: მასწავლებელი.
მე-12 კლასის სახელმძღვანელო:,, ქართული
ენა და ლიტერატურა“
ნ. მაღლაკელიძე
ნ. ღონღაძე,
მასწავლებლის წიგნი, კ. გამსახურდია-,,
დიდოსტატის მარჯვენა’’, მ.ჯავახიშვილი-,,ჯაყოს ხიზნები’’,
კომპიუტერი, სპრინტერი, ინტერნეტსაიტები.
გაკვეთილის ტიპები
ახსნა, განმტკიცება, კომბინირებული, გამოკოთხვა.
კურსის ორგანიზაცია
სწავლების მეთოდები:
კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები,
კოგნიტური სქემები,
კლასის მართვა
ინდივიდუალური,
წყვილებში, ჯგუფური.
სასწავლო კურსის შეფასება
ტესტირება, საშინაო და საკლასო დავალება,
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება,
შეფასების რუბრიკები.
მისაღწევი შედეგები
XII.1
მოსწავლე
წარმოადგენს პროექტს აუდიტორიის
წინაშე.
XII.2 კრიტიკულად აანალიზებს
და აფასებს თანაკლასელთა
მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
XII.3 ამოიცნობს
და იყენებს სასწავლო
პროექტის პრეზენტაციის შესაბამის
ხერხებს.
XII.4 იყენებს
სხვადასხვა სტრატეგიას სასწავლო
პროექტის პრეზენტაციისათვის.
XII.5 კითხულობს
და აანალიზებს სხვადასხვა
პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს
მათში ასახული ინფორმაციის,
თემებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
XII.6 მოსწავლე
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა
ტექსტში ასახულ ფასეულობებსა და
შეხედულებებს.
XII.7 აანალიზებს კულტურული,
სოციალური და ისტორიული
ფასეულობების გავლენას ტექსტსა
და მის ინტერპრეტაციაზე.
XII.8 აანალიზებს
მხ. სახის შესაქმნელ
ენობრივ საშუალებებს.
XII.9 აანალიზებს
, რა
ეფექტს ახდენს ავტორის
ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
XII.10 მოსწავლე ირჩევს
და იყენებს კითხვის
ეფექტურ სტრატეგიებს.
XII.11 მოსწავლე
წერს გამოკვლევას წინასწარ
შერჩეულ თემაზე.
XII.12 წერს სასწავლო
რეფერატს რამდენიმე წყაროს
მიხედვით.
XII.13 წერს მხ. ნაწარმოების
ანალიზს.
XII.14 იყენებს
წერის სათანადო სტრატეგიებს.
თემატური
გეგმა
1. დავით კლდიაშვილი-,,სამანიშვილის დედინაცვალი’’.ფრაზეოლოგი-
ზმები, იმერული
დიალექტი, მეტყველების ტიპები, რეალიზმი,ნატურალიზმი,
სიმბოლო, ალეგორია, პეიზაჟი,---8 სთ.
2. რიუნოსკე
აკუტაგავა, ,,რასიომონის კარიბჭე’’---3 სთ.
შემაჯამებელი
გაკვეთილი 1. ლიტერატურული პარალელები.
3. მიგელ დე სერვანტეს
საავედრა, დონ კიხოტი’’(ნაწყვეტი)—4 სთ.
4. მ. ჯავახიშვილი,---,,ჯაყოს ხიზნები’’,ოფიციალურ-საქმიანი სტილი--ოქმი,სამეცნიერო სტილი-რეფერატი, ბელეტრისტიკა, რომანი, ტრილოგია,
მოდერნიზმი, სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი,--10 სთ.
5. რიუნოსკე
აკუტაგავა, ,, ხინა თოჯინები’’-3 სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
2
6. უილიამ
შექსპირი, 66-ე სონეტი, ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია. სონეტი, როგორც
სალექსო ფორმა--2სთ.
7. პ. კაკაბაძე,
,,ყვარყვარე თუთაბერი’’, დრამა,
მისი სახეები და მახასიათებლები-7
სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
3- ,,ყვარყვარიზმი საზოგადო მოვლენა’’
8. ნიკო ლორთქიფანიძე--,,შელოცვა რადიოთი’’,
იმპრესიონიზმი, სიუჟეტი, ეპიგრაფი--8 სთ.
9. შარლ ბოდლერი,,თრობა’’, მოდერნიზმი,
ესკიზი,მინიატურა, ნოველა--2სთ.
10. ედუარდ
ჰეილი, უსამშობლო კაცი’’.
–6 სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
4
11. გალაკტიონ ტაბიძე,
თოვლი, ,,მთაწმინდის მთვარე’’,
,,მშობლიური ეფემერა’’,,შერიგება’’, ,,მე და ღამე’’, ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში’’,,,ქებათა ქება ნიკორწმინდას’’, სტეფან
მალარმე,,გედი’’. ალიტერაცია, ლიცენცია,
ლექსის ზომა, სიმბოლიზმი--17 სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
5
12.კონსტანტინე გამსახურდია ,,დიდოსტატის მარჯვენა’’,
პროლოგი და ეპილოგი,
გმირის პორტრეტი, სახე-სიმბოლოები, ფერთა სიმბოლიკა--15
სთ.
13. ნუგზარ შატაიძე
,,სვეტიცხოველი’’, მანანა ჩიტიშვილი
,,საღამო ჯვრის მონასტერთან’’, პროექტის
მომზადება და პრეზენტაცია---4სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
6
14. ტიციან
ტაბიძე, ბიოგრაფია, ,,ლექსი
მეწყერი’’, ,,ანანურთან’’, მოგონებები ტიციანზე,
ბორის პასტერნაკი, უსათაურო.
სიმბოლიზმი, ,,ცისფერყანწელები’’-5სთ.
15. პაოლო იაშვილი ,,უნდა
აყვავდეს მალე ქვიშნები’’-2სთ.
16. გიიომ აპოლინერი,
,,მირაბოს ხიდი’’, კონტრასტი,
რეფრენი, სიურეალიზმი-2სთ.
17. გიორგი
ლეონიზე, ბიოგრაფია, ,,ყივჩაღის პაემანი’’, ,,ნინოწმინდის ღამე’’,
ხალხური ,,შემომეყარა ყივჩაღი’’;
გოდერძი ჩოხელი, ,,მე და ყივჩაღი’’,
მანანა ჩიტიშვილი ,,ყივჩაღის
კიდევ ერთხელ გახსენება;
ნუნუ ჯანელიძე ,,მე და ყივჩაღი’’.
ლირიკა, დისკუსია, დებატები,
კამათი 10 სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
7
18. გურამ რჩეულიშვილი
,,ალავერდობა; იოჰან გოეთე, ,, ფაუსტი’’( ამონარიდი);
ტიციან ტაბიძე, ,,ალავერდობა’’; გიორგი
ლეონიძე,,გომბორიდან’’; ანა კალანდაძე,
,,მას, ალავერდის დიდებულ
ტაძარს’’-10 სთ.
19. ანა კალანდაძეე , ბიოგრაფია,
,,მკვდართა მზე ვარ’’,მიქელანჯელო ბუონაროტი,
,,სონეტი’’; ნიკოლაი ,,რერიხი’’, ,,ვიხილავთ’’—4სთ.
შემაჯამებელი
გაკვეთილი 8
20. ჯემალ ქარჩხაძე ,,იგი’’;
--6სთ.
21. ფრანც კაფკა ,,ღამით’’
-3სთ.
შემაჯამებელი გაკვეთილი
9
22. გურამ
დოჩანაშვილი ,,კაცი, რომელსაც
ლიტერატურა ძლიერ უყვარდა--10
სთ.
23. უოლტ უიტმენი,,,მეგობრებო, ეს არ არის წიგნი’’, დისკუსიის
ხელოვნება--5სთ
15 საათი წერითი და დამოუკიდებელი სამუშაოებისათვის.
სასწავლო საგნის დასახელება--ქართული ენა და ლaიტერატურა
სწავლების კლასი---X მასწავლებელი-ნანა ქუმსიაშვილი
სასწავლო საგნის სტატუსი
მოცემულ კლასში---ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო
საგანი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა--ორი სემესტრი
საათების რაოდენობა---170 აკად.საათი
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა--ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო საგანია. იგი პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს. საგნის სწავლების მიზნები
ინფორმაციის გაგება,
ანალიზი და შეფასება
. სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების
ანალიზი ტონალობის, ენობრივ- გრამატიკული
სტრუქტურისა და ეფექტურობის
თვალსაზრისით; . . .ადეკვატურად, გამართულად,
დამარწმუნებლად მეტყველება; .წაკითხული ტექსტის
კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი)
. ტექსტების სახეების
ამოცნობა და განმარტება
მათ სტრუქტურულ- გრამატიკულ
თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
.ტექსტებში
მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა
და მათი სათანადო
ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
. სხვადასხვა ტიპისა
და სტილის ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორათოგრაფიის,
პუნქტუაციის წესების მართებულად
გამოყენება ტექსტის ასაგებად
და დასახვეწად;
ენის
საკომუნიკაციო ასპექტების გამოყენება:
. იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება,
რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ
გარემოში პიროვნების ადეკვატურ
თვითგამოხატვას; საუბრის, საუბრის,
დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა
თემაზე კამათის წარმართვას;
. სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების
შეფასება მათი საკომუნიკაციო
ამოცანის გათვალიწინებით.
. კონკრეტული საკითხის
შესასწავლად ინფორმაციის მოძიება,
კრიტიკულად გადამოწმება, მონაცემთა
ბანკის შედგენა.
. სხვადასხვა
მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი
წერილობითი ტექსტის შექმნა.
მხ. ტექსტის
გაგება და თვითგამოხატვა:
.არგუმენტირებული მსჯელობა
სხვადასხვა ჟანრის მხ. ტექსტებში გამოვლენილი
მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
.ლიტერატურულ ნაწარმოებებზე
სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება
და წარმოჩენა;
. ლიტერატურულ
ნაწარმოებში მხატვრული აზროვნების
ფორმების იდენტიფიცირება,შედარება, დაკავშირება, ანალიზი.
. სხვადასხვა
ჟანრის ლიტერატურული ტექსტის
შექმნის პროცესში ცხოვრებისეული
და შემოქმედებითი გამოცდილების
რეალიზება;
. წერილობით
ტექსტში საკუთარი პოზიციისა
და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა
ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
საგნის
სწავლების ამოცანები-- მრავალფეროვანი
ტექსტების შესწავლა-გააზრება.ქართული და მსოფლიო ლიტ. პროცესებისა და თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
აზრის ცხადად, ლაკონურად,
მკაფიოდ და მწყობრად
გამოხატვის უნარის განვითარება. კალიგრაფიული კულტურის
გამომუშავება. ლექსიკური მარაგის
შევსება- გამდიდრება. სამეტყველო
ეტიკეტის ნორმების დაცვა.
მსჯელობის უნარისგანვითარება. ტექსტებთან
შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება.
საგნის შესწავლისთვის აუცილებელი
საბაზისო კომპონენტები--
ზეპირმეტყველების, კითხვის,
მოსმენის, წერის, ინფორმაციის
მოძიების უნარ- ჩვევები.
მოსწავლე
კითხულობს და აანალიზებს
სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და
კულტურის ტექსტებს მათში
ასახული ინფორმაციის, თემებისა
და პრობლემატიკის თვალსაზრისით; აანალიზებს
მხატვრული სახის შესაქმნელ
ენობრივ საშუალებებს, იყენებს
კითხვის ეფექტურ
სტრატეგიებს.
მოსწავლე
წარმოადგენს სასწავლო პროექტს
აუდიტორიის წინაშე. აანალიზებს და აფასებს სხვის
მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
რესურსები--
მოსწავლის სახელმძღვანელო-,,ქართული ენა და ლიტერატურა,’’ მე-10 კლასი, ნ. მაღლაკელიძე, ნ. ღონღაძე.
მასწავლებლის
წიგნი, სხვადასხვა თვალსაჩინოებები, კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტრესურსები.
თემატური გეგმა
1.
იაკობ ხუცესი-
შუშანიკის წამება’’-27 სთ.
2.
ანა კალანდაძე--,,რაი გინების’’—2
სთ.
3.
იოვანე საბანისძე--,,აბო თბილელის
წამება’’—21 სთ.
4.
შოთა ნიშნიანიძე--,,ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა’’-1სთ.
5.
გიორგი მერჩულე-- ,,გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრება’’—26 სთ.
6.
მაია ჯალიაშვილი--,,ხანძთა’’ -2 სთ.
7.
დავით წინასწარმეტყველი-,,50-ე ფსალმუნი’’-2 სთ.
8.
იოანე მინჩხი--საგალობელი-2 სთ.
9.
შოთა რუსთაველი -,,ვეფხისტყაოსანი’’-30 სთ.
10.
დანტე ალიგიერი -,,ღვთაებრივი კომედია’’-3სთ.
11.
სულხან-საბა ორბელიანი-,,სიბრძნე სიცრუისა’’-9 სთ.
12.
ეზოპე-იგავები-
2სთ.
13.
მურმან ლებანიძე-,,საბა’’ 2 სთ.
14.
დავით გურამიშვილი-,,დავითიანი’’-26 სთ.
15.
ვაჟა-ფშაველა-,,დავით გურამიშვილის
ხსოვნას’’ 3 სთ.
16.
ფრანსუა ვიიონი-,,დიდი
ანდერძი’’-3 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო-9
სთ.
გაკვეთილის
ტიპები
ახსნა,
განმტკიცება, კომბინირებული, გამოკითხვა.
კურსის ორგანიზაცია
სწავლების მეთოდები: კითხვის სხვადასხვა
სტრატეგიები, კოგნიტური სქემები,
კლასის მართვა
ინდივიდუალური, წყვილებში,
ჯგუფური.
სასწავლო კურსის შეფასება
ტესტირება, საშინაო და საკლასო დავალება,
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, ,, შეფასების რუბრიკები,’’ იხ. ბლოგზე
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
ქართ. X. 1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება სასკოლო და საკლასო დისკუსიებში.
ქართ.
X. 2. კამათის დროს მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას
სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქარქართ.
X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით
გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების
გამოყენება.
ქართ.
X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა
ზეპირი მოხსენებების გაანალიზება .
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად
გამოყენება.
ქართ.
X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ.
X. 7.
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური
ინფორმაცია.
ქართ.
X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
ქართ.
X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
თ.ქართ.
X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ.
X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის
ქართ.
X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის
მიხედვით.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს
მიხედვით.
ქართ.
X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის
შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.
ქართ.
X. 15. მოსწავლეს
შეუძლია დაწეროს გამოხმაურება
წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
.ქართ.
X. 16. მოსწავლეს
შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
სასწავლო საგნის დასახელება--ქართული ენა და ლიტერატურასწავლების კლასი---VIIIმასწავლებელი- ნანა ქუმსიაშვილი
სასწავლო საგნის სტატუსი
მოცემულ კლასში---ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო
საგანი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა--ორი სემესტრი
საათების რაოდენობა---160 აკად.საათი
სასწავლო კურსის
ზოგადი აღწერა--ქართული ენა და ლიტერატურა
ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო
საგანია. იგი პიროვნების
თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და კომუნიკაციის საშუალებაა.
მან ხელი
უნდა შეუწყოს პიროვნების
პირადი, ცხოვრებისეული და პროფესიული
სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის
პროცესს.
საგნის
სწავლების მიზანი--განუვითაროს მოზარდს
ძირითადი სამეტყველო უნარები(წერა, კითხვა,
მოსმენა, საუბარი);
გამოუმუშაოს წერითი
და ზეპირი მეტყველების
კულტურა;
განუვითაროს მოზარდს
საკუთარი აზრის ლოგიკური
თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების
წერილობითი ტექსტის შექმნის
უნარი;
ჩამოუყალიბოს
დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების
უნარი;
შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს
ლიტერატურის, როგორც სიტყვის
ხელოვნებისა და კულტურის
ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
გააცნობიეროს
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა,
როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი
პროცესი;
საგნის
სწავლების ამოცანები-- მრავალფეროვანი ტექსტების
შესწავლა-გააზრება.ქართული და მსოფლიო
ლიტ. პროცესებისა და თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
აზრის ცხადად, ლაკონურად,
მკაფიოდ და მწყობრად
გამოხატვის უნარის განვითარება. კალიგრაფიული კულტურის
გამომუშავება. ლექსიკური მარაგის
შევსება- გამდიდრება. სამეტყველო
ეტიკეტის ნორმების დაცვა.
მსჯელობის უნარის
განვითარება.
ტექსტებთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება.
საგნის
შესწავლისთვის აუცილებელი საბაზისო
კომპონენტები--
ზეპირმეტყველების,
კითხვის, მოსმენის, წერის,
ინფორმაციის მოძიების უნარ- ჩვევები.
რესურსები-- მოსწავლის სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა,
მე-8 კლასი, ნ. მაღლაკელიძე, ნ. ღონღაძე.
მასწავლებლის წიგნი,
სხვადასხვა თვალსაჩინოებები, კომპიუტერი,
პროექტორი, ინტერნეტრესურსები.
კურსის
ორგანიზაცია
სწავლების მეთოდები---პრობლემური სწავლების
მეთოდი, პროგრამული სწავლების,
ინტერაქტიული, თანამშრომლობითი მეთოდები.
გაკვეთილის ტიპი---ახსნის, განმტკიცების, გამოკითხვის, კომბინირებული.
მეცადინეობის
ფორმები---პრაქტიკული, სემინარული, ლექციური,
გაკვეთილი-პროექტი, ინდივიდუალური, ჯგუფური,
წყვილებში.
თემატური გეგმა
,,სხვა საქართველო
სად არის...’’ 16 სთ.
1. გრიგოლ
ორბელიანი- ,,ჰე, მამულო’’,
არქაიზმები, ტროპის სახეები 2
სთ.
2. გალაკტიონ
ტაბიძე--,,წამყე ბეთანიისაკენ’’, მწერლის
ენაზე დაკვირვება, მიმართვა,
რეფრენი. 2 სთ.
3. ოთარ
ჭილაძე--,,როდესაც ასე ახლოა
გრემი’’, მწერლის ენაზე დაკვირვება,
ტროპული მეტყველება. 2 სთ.
4. არჩილ
სულაკაური--,,არ ვიცი ამას რა ჰქვია,’’
ტროპული მეტყველება, რიტმი, ტაეპი,
სტროფი, ,,კოჭლი სტროფი’’2 სთ.
5. სიმონ
ჩიქოვანი--,,თბილისის თოვლი’’, რითმა,
რითმის სახეები.-2 სთ.
6. რევაზ ინანიშვილი--სამგორი’’, თხრობა,
აღწერა, დიალოგი , კრებითი
სახელი, ლეგენდა 3 სთ.
7. გალაკტიონ ტაბიძე---,,მამული’’, პუნქტუაცია, სასვენი ნიშნები
ციტატასთან, ტროპული მეტყველება;
2 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო
N 1
,,ერი და ისტორია’’ 14 სთ.
8. ილია ჭავჭავაძე--,,ერი და ისტორია’,ბარბარიზმები, არქაიზმები. პუბლიცისტიკა,პუბლიცისტური სტილის
ძირითადი მახასიათებლები’ 3 სთ.
9. ილია ჭავჭავაძე---აჩრდილი(VII)
, ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები
2 სთ.
10. გურამ
რჩეულიშვილი--,,უსახელო უფლისციხელი’,
ლექსიკოლოგია: სინონიმები, ანტონიმები
, ომონიმები, მეტყველების
ტიპები: თხრობა, აღწერა,
მსჯელობა. აბზაცი , მეტყველების
ნაწილები, ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები
4-სთ.
11. მურმან
ლებანიძე- ,,უფლისციხესთან’, მეტყველების
ძირითადი ტიპები. 2 სთ.
12. აკაკი
წერეთელი--,,ხატის წინ’, ტროპული
მეტყველება 2 სთ.
შემაჯამებელი
სამუშაო N 2
,,მაგრამ,
ქართველო, სად არის
გმირი?’’ 19 სთ.
ილია ჭავჭავაძე---აჩრდილი(IX), ლექსიკური
და გრამატიკული არქაიზმები
2- სთ.
აკაკი წერეთელი--,,ბაში- აჩუკი’’, ფრაზეოლოგიზმი, ანდაზები,
აფორიზმები, დიალექტიზმები, ბარბარიზმები. წინადადების
ტიპები მოდალობის მიხედვით
. ფაბულა, სიუჟეტი.
12 სთ.
ილია ჭავჭავაძე-- ,,ქართვლის დედას’’,
წინადადების შედგენილობა წევრთა
მიხედვით, წინადადების მთავარი
წევრები - 2 სთ.
ილია ჭავჭავაძე--,,აჩრდილი’’(XXVI) 2 -სთ.
შემაჯამებელი სამუშაო
N 3
თემა---,,ჩვენი ვეფხისტყაოსანი’’ 8 სთ.
შოთა რუსთაველი---,,
ვეფხისტყაოსანი’’
თათბირი ნურადინ-
ფრიდონისა
თათბირი ავთანდილისა
თათბირი ტარიელისა,
ლექსიკური და გრამატიკული
არქაიზმები 7 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო
N 4.
თემა- ,,ჩემო
კალამო’’
17 სთ.
ილია ჭავჭავაძე- ,,ჩემო
კალამო’’, წინადადების მთავარი
წევრები, ქვემდებარე 2 სთ.
ვაჟა- ფშაველა-
ნიჭიერი მწერალი( არ ახალია- ძველია),
ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში
შეთანხმება 3 სთ.
ვაჟა-ფშაველა--,,ჩემი ვედრება’’,
ქვემდებარე და შემასმენელი,
2 სთ.
ვაჟა- ფშაველა--,,ენა’’, დიალექტიზმები, სალიტერატურო
ენა და დიალექტები
2 --სთ.
ტიციან ტაბიძე--,,რია-რია’’, რთულფუძიანი
სახელების მართლწერა. 2 სთ.
ანა კალანდაძე--
,,რა ვარ? სტვირი
ვარ!’’. პუნქტუაციისა და ინტონაციის საკითხები 1
სთ.
ჰერმან ჰესე--,,პოეტი’’, მეტაფორა,
ალეგორია, ფაბულა, სიუჟეტი
-1 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო
N 5.
თემა: ,,ხანი უნდობარი’’ 24სთ.
გალაკტიონ ტაბიძე--,,მზეო თიბათვისა’,
სიმბოლო. 2 სთ.
კონსტანტინე გამსახურდია--,, დიდი იოსები’’, ბარბარიზმები,
სიტყვათა სესხება, ნეოლოგიზმები,
პირდაპირი და ირიბი
დამატება, უბრალო დამატება ,
ნოველა, ლირიკული გადახვევა
10 სთ.
ჭაბუა ამირეჯიბი--,,მოსე ზამთარაძის
ნაამბობი’’, წინადადების არამთავარი
წევრები. ლიტერატურული გმირი
და პროტოტიპი 8 სთ.
რევაზ ინანიშვილი-
,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე’’,
წინადადების არამთავარი წევრები.
სიუჟეტი, სიუჟეტის განვითარების საფეხურები.
3 სთ.
შემაჯამებელი
სამუშაო N 6.
თემა: ,,წუთისოფელი ასეა’’ 16
სთ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი-
,,ფიქრნი მტკვრის პირას’,
ლექსიკური და გრამატიკული
არქაიზმები, 2 სთ.
სულხან-საბა ორბელიანი--,,უნაღვლოთა მძებნელი’’,
ვითარების გარემოება 3 სთ.
ჩარლზ დიკენსი--,,წუთისოფელი’’, მარტივი
წინადადების სახეები. 3 სთ.
ვაჟა-ფშაველა--,,იას უთხარი
ტურფასა’’, ტროპული მეტყველება .
2 -სთ.
დავით კლდიაშვილი--,,დარისპანის გასაჭირი’,
დიალექტიზმები, წინადადების არაწევრი
სიტყვები. დრამატურგია, იუმორი.
5 სთ.
შემაჯამებელი
N 7.
თემა: ,,სწავლა სინათლეა’’7 სთ.
დავით გურამიშვილი--,,დავითიანი’’-,,სწავლა მოსწავლეთა’’,არქაიზმები, ფრაზეოლოგიზმები-აფორიზმი. 2 სთ.
საადი--,,აღზრდისათვის’’
2 სთ.
ილია ჭავჭავაძე---შინაური მიმოხილვა’’,
პუბლიცისტიკა, 2--სთ.
შემაჯამებელი სამუშაო
N 8.
თემა: ,,სიყვარულის დღესასწაული’’ 19 სთ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი--,,ცისა ფერს’’
2 სთ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი--,,არ უკიჟინო,
სატრფოო’’ 2 სთ.
ვაჟა- ფშაველა--,,სამეფო სიმღერა’;
დიალექტიზმები, ლირიკული გმირი
1 სთ.
ლადო ასათიანი--,,სპარსელ ასულს’’;
3 სთ.
ო, ჰენრი--,,სიყვარულის მსახურება,,
ნასესხები სიტყვები , იუმორი, ნოველა,
3 სთ.
შემაჯამებელი
N 9
თამაზ ჭილაძე--,,ყინწვისი’’ 1 სთ.
,,ყინცვისის ანგელოზი’’(
ნაწყვეტი ლევან გოთუას მოთხრობიდან),
ფუნქციონალური სტილის სახეები
და მათი მახასიათებლები 3 სთ.
გალაკტიონ ტაბიძე--,,გაგონდება თუ არა’’ 1 სთ.
გალაკტიონ ტაბიძე--,,
რაც უფრო შორს
ხარ’’ 1 სთ.
20 საათი წერითი
და დამოუკიდებელი სამუშაოებისათვის.
მისაღწევი შედეგები
ა) ინფორმაციის გაგება,
ანალიზი და შეფასება:
სხვადასხვა სახის
ზეპირი ტექსტების ანალიზი
ტონალობის, ენობრივ- გრამატიკული სტრუქტურისა
და ეფექტურობის თვალსაზრისით;
ადეკვატურად,
გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;
წაკითხული ტექსტის
კონსტრუირება(ენობრივი ანალიზი და სინთეზი);
რექსტების სახეების ამოცნობა
და განმარტება მათ სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
ტექსტებში მოცემული გრამატიკული
კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო
ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
სხვადასხვა
ტიპისა და სტილის
ტექსტების გამართულად წერა;
ბ) ენის კომუნიკაციური
ასპექტების გაგება- გამოყენება:
იმ საკომუნიკაციო უნარ- ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს
სოციალურ გარემოში პიროვნების
ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის,
დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა
თემაზე კამათის წარმართვას;
სხვადასხვა
სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების
შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის
გათვალისწინებით;
წაკითხულის
გადამოწმება და შეფასება
სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა
და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
კონკრეტული
საკითხის შესასწავლად ინფორმაციის
მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება
და მონაცემთა ბანკის
შედგენა;
გ) მხ. ტექსტის
გაგება და თვითგამოხატვა:
არგუმენტირებული
მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის
მხ. ტექსტებში გამოვლენილი
მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
ლიტერატურულ
ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების
ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
ლიტერატურულ
ნაწარმოებებში მხ. აზროვნების
ფორმების იდეტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება
და ანალიზი;
სხვადასხვა
ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში
ასახულ კულტურულ ფასეულობათა
გააზრება და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა;
სხვადასხვა
ჟანრის ლიტერატურული ტექსტის
შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების
რეალიზება;
წერილობით ტექსტებში
საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა
ლიტ. ფორმით წარმოჩენა;
ქართული და მსოფლიო
ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული
თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება;
შეფასება
ტესტირება,
ზეპირი გამოსვლა, შუალედური
წერა, კომუნიკაციის უნარი,
საშინაო და საკლასო
დავალებები.( იხ. ,, შეფასების
რუბრიკები’’)
No comments:
Post a Comment