მოსწავლეთა ნამუშევრები

                                                დღიური                              
  2 ნოემბერი   
  მოგესალმები,ჩემო უსულო,უღონო,ფარატინა,მაგრამ ამ ქვეყნად, საუკეთესო მეგობარო.შენ მოგმართავ,სუფთა ფურცელო.       ოხ,როგორ ვმშვიდდები, როცა ჩემს დარდს და წუხილს გიზიარებ. მე გიორგი ვარ,კობერიძე,სოფელ სხვიტორიდან.
  2 ნოემბერია ჩემი დაბადების დღე.მე დღეს 12 წლის გავხდი. როგორც წესი,ძალიან გახარებული უნდა ვიყო,მაგრამ...           გარეთ ისე ცივა, როგორც ჩემს სლში. სად ხარ,ჩემო დედიკო,მოდი,  ჩამეხუტე,მხოლოდ ერთხელ  ჩამეხუტე,მხოლოდ ერთხელ მითხარი: ,,გენაცვალოს დედა“ თბილად მომილოცე დაბადების დღე,შენ რომ გჩვეოდა ისე...                                                                                                                   მენატრები დე...
  ჩემმა პატარა დაიკომ მომილოცა დაბადების დღე,ბებოს უთქვამს ყვავილები დაუკრიფეო,გამახარა ძალიან. ბებომ შუბლზე მაკოცა, ხელი ფრთხილად გადამისვა თავზე და მითხრა:ჩემო იმედო.     ოხ,როგორ გამეხარდა ბებიას ასეთი მილოცვა.                               მამამ თავისებურად მომილოცა,დაითრო დილიდანვე, როცა შენიშვნა მივეცი ჩემი ცემა მოინდომა დალევის გამო.                         როგორ მინდა თეონამაც მომილოცოს დაბადების დღე, ის ჩემი კლასელია.მივხვდი,რომ თეო მომწონს...                                           ეჰ,რამდენს იტევს ჩემი გული,ფურცელო.
                                                                                                                
               
  3 ნოემბერი
  ავდექი დილით,ჩავიცვი ათასჯერ დაკერებლი შარვალი,პერანგი, ავიღე ჩანთა და გავემართე სკოლისკენ.                                                ძალიან განვიცდი სიღარიბეს. ჩემს თანატოლებს ლამაზად აცვიათ, მე კი...   თუმცა არ ვიმჩნევ.                                                             გზაში ჩემზე ერთი წლით დიდი ბიჭი დამეწია. მეგონა, ერთად წავიდოდით სკოლისკენ,მაგრამ არ მიკადრა.ზიზღით მომხედა,  არ ვიცი,რატომ შემაგინა. გლი მომივიდა, თუმცა ხმა არ ამოვიღე.    ხუთმა გაკვეთილმა უფერულად ჩაიარა. ჩემთვის მოვდიოდი გზაზე.დილას ვინც შემაგინა,მასთან ერთად სამ ბიჭს მოვკარი   თვალი. ისინი წინ გადამიდგნენ და უმიზეზოდ დამიწყეს ცემა.  მართლა არ ვიცი,ჩემგან რა უნდოდათ. უმოწყალოდ მცემდნენ,მირტყამდნენ. იქამდე გააგრძელებდნენ ჩემს ცემას,  მოხუც ქალს,რომ არ გამოევლო.მან ყვირილი მორთო,ბიჭებიც უკანმოუხედავად გაიქცნენ.                                                                ბებოს მთელი დღე არ ვაჩვენებდი სახეს,საწოლშიც ადრე დავწექი. ვერ ვისვენებ,ვერ ვიძინებ. ვტირი საწოლში, ვწყევლი ჩემს გაჩენის  დღეს.  ვესაუბრები ჩემს დედიკოს, თმცა საიმედოს ვერავის ვერ ვხედავ.       



  4 ნოემბერი                                 
  დღეს სკოლაში წასვლა არ მინდა.ჩემს სახეს ცემის კვალი ატყვია.   მრცხვენია ჩემი თანატოლების და საერთოდ, მრცხვენია ჩემი არსებობის ...                                                                                               რა იქნებოდა დედიკო ცოცხალი მყოლოდა, მამიკო ჯანმაგარი და მიზანდასახული. მეც მეხარა სხვა თანატოლებისავით.                   არ წავედი სკოლაში. ზურგზე ავიკიდე ნახევარი ტომარა სიმინდი და გავდექი გზას მეზობელ სოფელში,სადაც წისქვილი ჰქონდათ. მეწისქვილემ მარცვალი ჩქარა დამიფრქვა.დავბრნდი სახლში. მეზობელს დასჭირდა შეშის დაჭრა,ბლომადაც დავჭერი,მან ფული მომცა, რითაც ჩემს დაიკოს შოკოლადი ვუყიდე.                                  ნეტავ იცოდეთ, როგორ გაიხარა პატარამ ტკბილეულის დანახვით?                                                                                                            მოსაღამოვდა.                                                                                                        ძალიან განვიცდი ბიჭებმა, რომ მცემეს. სულ ვფიქრობ,ხომ არაფერი დავუშავე მათ. თუმცა ვერ ვიპოვე მიზეზი.                           უგულოდ ვიმეცადინე და დავწექი.



5 ნოემბერი
   ისე გაიარა ღამემ,ალბათ 1 საათი არ მიძინია.ვგრძნობდი,რომ ამ ბიჭებს ჩემი დაჩაგვრა ჰქონდათ გადაწყვეტილი...                                   რატომ,ღმერთო,რატომ?                                                                              აღარ მინდა სკოლაში წასვლა,როდის გამოსწორდება ჩემი უბედრი პირობები,რომ მეც სხვასავით სრულფასოვნად ვიგრძნო თავი?        დღეს მეზობელს სიმინდის ტაროს გამორჩევას ვუშველი.ცოტა ფულს ისიც მომცემს.ოჯახი ჩემს იმედადაა.ჩემს დაიკოს ფეხსაცმელები დაეხა,თუ არ ვუყიდე,გაცივდება.                             რამდენი მაქვს გასაკეთებელი,ღმერთო!                                                       სულში შიშმა დამიარა წავიდე თუ არა სკოლაში?                                        ჩუმად მივდიოდი სკოლისკენ,თითქმის ვერავის ვხედავდი. სული დამძიმებული მაქვს.ნეტავ,ის ბიჭები აღარ დავინახო.                     შევედი კლასში,მომცვივდნენ ჩემი კლასელი ბიჭები, მასხრად მიგდებდნენ: - როგორ გცემეს იმ ბიჭებმაო?                                    ტირილი მინდა და ვერ ვტირივარ,ღარიბი ვარ,მაგრამ ღირსება და თავმოყვარეობა მაქვს.                                                                           არა,ცრემლი არ უნდა შემამჩნიონ. შუაში ჩამაყენეს,ტაშს უკრავდნენ და მასხრად მიგდებდნენ. ერთი-ორი გავიბრძოლე, თუმცა,მათთან რას გავხდებოდი.                                                                              სადღაც მაქვს წაკითხული ბულინგის შესახებ,რაც ერთი ადამიანის დაჩაგვრას ნიშნავს.                                                                    ესაა ზუსტად.                                                                                               მინდა მასწავლებელს ვუთხრა ყველაფერი,მაგრამ არ შემიძლია.        არ ვიცი,რა ძალაა, რაც მაჩერებს.სიკვდილი მინდა,მწყურია   წყალივით.დედასთან მინდა...
როგორ გამოვარდი სკოლიდან,აღარ მახსოვს...                                 თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს,თავი უნდა მოვიკლა, მხოლოდ ესაა გამოსავალი. უნდა გავექცე რეალობას,აქაურ ჯოჯოხეთს. მინდა დავისვენო ყველა პრობლემისგან.                საჩქაროდ მოვძებნე თოკი,ჩამოვაბი ჭერზე გადებულ კოჭზე და ის იყო სკამი მივიდგი,რომ მესმის გოგონას ძახილი:-გიორგი,გიორგი! რა დროს ეს იყო,მომართული ვიყავი თავის მოსაკლავად.          მგონი თეონაა,თეონაა!                                                                            რა დროს სიკვდილზე ფიქრია,თეონა მოსულა!                                   გავიხედე დარცხვენილმა.თეონა იდგა ლამაზ იასამნისფერ კაბაში. ქალღმერთივით ლამაზი,ეშხიანი,მის თვალებში ჩამდგარმა სხივმა სიცოცხლემომანდომა.                                                 -როგორ ხარ,გიო,სისულელე არაფერიჩაიდინო.  ენა ჩამივარდა,ხმის ამოღებას ვეღარ ვახერხებდი...


 6 ნოემბერი  
  გათენდა.                                                                                                        ყველაფერი სხვანაირად დავინახე.სიღარიბეზე აღარ ვდარდოიბდი,ჩიტების ჭიკჭიკიც სხვანაირად მომხვდა გულში,  ნოემბრის სიცივეც სიტბოდ ჩამეღვარა გულში.რაღაც მიხაროდა, ამოუცნობი,არ ვიცოდი,ამას რა ერქვა.                                                         ჩემს სახლთან თეონა გაჩერდა და დამიძახა:-გიო,ხომ მოდიხარ სკოლაში.  სირბილით გამოვვარდი სახლიდან.გზაზე ამაყი და ბედნიერი მივაბიჯებდი.                                                                                 
სკოლაში შესვლის დღოს თეონა მომიახლოვდა,ხელი მომკიდა და ასე ხელჩაკიდებულები შევედით კლასში.                                                ბიჭები გაოგნებულები გვიყურებდნენ.                                                  ასეთი ამაყი და ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. პირველად ვიგრძენი,რომ ჩემთვის ცხოვრება გრძელდება.   



მე-7  კლასის  მოსწავლე   ხატია   ყველაშვილი
                                                                                             
დღიური                                                                                                                
 2.11.2015
 ჩემთვის  ცხოვრება  ლამაზი  ფერები,  კარგი  განწყობა  და  სილაღეა.  ხანდახან  მეჩვენება,  რომ  ამ  ნათელ  ფერებში  მუქი  ლაქებიც  გამოერევა   და   ყველაფერს   აფერმკრთალებს. ცხოვრება   ისეთი  არ  ყოფილა,  როგორც  მეგონა. ამას  მაშინ  ვხვდები, როცა  ჩემი  მეზობლის, ნატო  ბებოსაკენ,  გავიხედავ  ხოლმე.
         დღესაც   ასე  იყო.  აივნიდან   დავინახე  საწყალი, ჯოხით  ხელში  როგორ   დაფარფატებს  ეზოში.  მარტოხელაა.  არა,  შვილიც   ჰყავს,  მაგრამ   იშვიათად აკითხავს, მაგრამ  ვაი,  ამ ,, მოკითხვას’’.
  3.11.2015
დილიდანვე  ამეკვიატა  საწყალზე ფიქრი.   გუშინ   შვილი   ესტუმრა.  მოსვლისთანავე ჩხუბი  დაუწყო  დედას:  ,, ჭამ  და  აღარაფერს  აკეთებო’’.  ხელითაც  კი  შეეხო.  მეზობლები  მიეშველნენ, მაგრამ  მოძალადე  უარესად  გაცოფდა. ძლივს  დააწყნარეს.
   ვფიქრობ ხოლმე,  თავიდანვე  შვილმა, ალბათ,  მარჩენლად  აღიქვა  დედა,   დაუძლურების შემდეგ  კი  ზედმეტ  ბარგად  ჩათვალა    და   ასე  ამიტომ  ეპყრობა.
 4.11.2015
  სკოლიდან   დაბრუნებული  ინტერესით  ვიხედები  ნატო   ბებოს სახლისაკენ, მინდა  თვალი   მოვკრა,   მაგრამ  ვერ ვხედავ.   ალბათ,  გარეთ  ვეღარ  გამოდის.  არ უნდა  ვინმეს  ყურადღება  მიიქციოს.
   საღამოს  თვალი  მოვკარი  ეზოში.  დარცხვენილი  თვალებით  იყურება.  ცდილობს აღიდგინოს   წონასწორობა  და   დარღვეული   სულიერი  სიმშვიდე. ვხედავ,  როგორ  ცდილობს   საქმეს   გული  გადააყოლოს,  მაგრამ   ამაოდ.
  5.11.2015
სკოლაში,   მასწავლებლის  ნათქვამი  ფრაზა:  ,,დედას  ვუყვარვართ   შვილები,  დედა  არ  გვახსოვს  შვილებსა“    გულზე  მომხვდა  და  ისევ  ავყევი  ნატო    ბებოზე  ფიქრს.       
    საღამოს  ვესტუმრე,   რაღაც   მოვიმიზეზე,   რომ   მისთვის  შემეხედა…                        ალბათ,   შვილების  უმადურობაზე ,     გაუცხოებასა   და  ძალადობაზე  უარესი  არაფერია.
   აცრემლებული   თვალებით  წამოვედი . ასე   თუ  შემიძლია  თანაგრძნობის  გამოხატვა  მისდამი.  
 6.11.2015
   დილიდანვე  გამოჩნდა  მოძალადე  შვილი.  ატეხა  ჩხუბი   და   აყალმაყალი.  მეზობლების  მიერ  გამოძახებული   პატრულიც  მალე   მოვიდა  და   სადღაც   წაიყვანეს.
  საწყალი  ქალი.  თვლის   რომ  ცოცხალი  აღარ  არის.    მისთვის     ყველაფერმა    აზრი  დაკარგა.
  7.11.2015                                                                                                
  დღეს  დასვენების  დღეა.    ამინდმაც    ხელი   შეგვიწყო.   უბნის   ბავშვებმა   ფეხბურთი  ვითამაშეთ.  ნატო    ბებომაც   გამოიხედა  გარეთ.  სახეზე   ეტყობა  ეშინია,  შვილი  არსაიდან   გამოჩნდეს.
  თამაშს   თავი  დავანებე   და  ბავშვებს  გავძახე.  გავუზიარე   ჩემი   გულისტკივილი,  აღმოჩნდა,   რომ  ისინიც    განიცდიდნენ   ამ   ამბავს.                                                             როდემდე  უნდა   გაგრძელდეს  ასე?   სად   არის   გამოსავალი?   რა  გზით,  რა   საშუალებით  უნდა  აღიკვეთოს  ეს  ყველაფერი?-  ვეკითხებით  ერთმანეთს.
 8. 11.2015
  ჩემი  აზრით,  ნატო  ბებოს   შვილს  სჭირდება  თანადგომა,  ადამიანური  სითბოს  გამოხატვა.  შეიძლება  ჯერ  კიდევ  არ  არის  გვიან    შეიგრძნოს   თავისი  დანაშაული. ოღონდ  ეს  როგორ  მოვახერხო   არ ვიცი.
  რატომ  უნდა  ხდებოდეს   ადამიანებს  შორის  გაუცხოება,  მითუმეტეს  დედა-შვილს  შორის?  ალბათ  როდისმე  მივხვდები.   მანამდე  კი შემიძლია   დაბეჯითებით  ვთქვა:
  ჩემს  მშობლებს  ასე  არასოდეს  მოვექცევი!


   
     მე-7 კლასის  მოსწავლე  სანდრო  ელყანიშვილი
      
      
      



        





   

                                    



                                                    

No comments:

Post a Comment