ტრენინგები

    ტრენინგი  ქართულ   ენასა  და  ლიტერატურაში

              მოდული N1

          ,,ლიტერატურა''

მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების

                                          ეროვნული ცენტრი

   ტრენერი-ლალი  დათაშვილი



                                                                                                ტრენინგის   რეფლექსია
    ტრენინგის  დასახელება--  გრძელვადიანი   ტრენინგი  ქართულ  ენასა  და       ლიტერატურაში, მოდული  N1 ,, ქართული ლიტერატურის  სწავლების  მეთოდები’’     
  ტრენინგის  ჩამტარებელი  ორგანიზაცია-მასწავლებელთა   პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრი
   ტრენინგის  ჩატარების  ადგილი- ქ. თბილისის  167- ე  საჯარო  სკოლა
   ტრენინგის  ჩატარების  დრო-6.VII-13.VII, დღეში 5 საათი
   ტრენერი- ლალი  დათაშვილი
   მოდულის  მოკლე  აღწერა:   ვრცელი  ლიტერატურული  ტექსტების  სწავლების  მეთოდების  გაცნობა,  ასევე  ლექსის  ანალიზის  მეთოდები;  სხვადასხვა  ტიპის  ტექსტის  გააზრებული კითხვისა  და  გაგების  უნარის  ჩამოსაყალიბებლად  გამოყენებული მეთოდებისა  და  სტრატეგიების  გაცნობა;  ლიტერატურის  თეორიის  საკითხების  სწავლების  მეთოდები;  ტექსტის  მხატვრული  ანალიზის  სწავლების  მეთოდებისა  და  სტრატეგიების  გაცნობა;
  მიზანი-გაკვეთილის  დაგეგმვა,  მონიტორინგი, შეფასება
 ამოცანები-სწავლა-სწავლების თანამედროვე  მეთოდები, გაკვეთილის   დაგეგმვა   და       ორგანიზება.
პროექტის  პროცედურები-აღნიშნული  ტრენინგი  მოიცავდა  8 დღეს (დღეში  5 საათი, 40  საკონტაქტო  საათი , 10  არასაკონტაქტო  საათი).
          ტრენინგის  პირველი  დღე -ტრენინგის  დაწყებისას ტრენერი  და  მონაწილეები  გავეცანით  ერთმანეთს. შემდეგ  ქ-ნ.  ლალიმ  გაგვაცნო ზოგადად  ტრენინგის ამოცანები,  მიზნები  და  წარმოგვიდგინა  იმ  დღის  გეგმა: სწავლის-სწავლების  პრინციპები;  ჯგუფური  მუშაობის  პრინციპები; კითხვის  სტრატეგიების  გამოყენება  სწავლებისას;   მეთოდების-,,მნიშვნელოვანი  სიტყვები’’, , დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე’’,  ,,ორიენტირებული  კითხვა’’-გამოყენება სწავლებისას;  გაკვეთილის  დაგეგმვა;   კონსტრუქტივისტული  გაკვეთილის  დაგეგმვა.  სამუშაო  პროცესისათვის  დაგვირიგდა  მასალები.  პრაქტიკულად  განვიხილეთ  იმ  დღის  დავალებები,გამოვთქვით   მოსაზრებები,  გაჩნდა  უამრავი  შეკითხვა, რაზეც  ტრენერი  ამომწურავად  პასუხობდა.
     მეორე დღე-   გავიხსენეთ  და   შევაჯამეთ   წინა  დღის  ნასწავლი   მასალა. განვიხილეთ დავალებად  მოცემული  გაკვეთილის  გეგმები,  თითოეულმა  ჩვენგანმა  წარმოადგინა  გაკვეთილის  გეგმა,  კრიტიკულად  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები. გავიგეთ,  თუ  რას  უნდა  ითვალისწინებდეს  მასწავლებელი  გაკვეთილის  დაგეგმვისას.                                                                  შემდეგ  გავეცანით  იმ  დღის  ამოცანებსა  და შედეგებს:  მეთოდების  ,,მკითხველის  თეატრი’’, ,,როლური  თამაში’’, ,,მოზაიკა’’, გამოყენება  სწავლებისას,  სიტუაციური  ამოცანა  და  სიტუაციის  მოდელირება.
განსაკუთრებით  საინტერესო  და  სახალისო  იყო   მეთოდი- როლური  თამაში. სიამოვნებით  განვასახიერეთ   სხვადასხვა  პერსონაჟი.  ,,მკითხველის  თეატრის’’  დამუშავებისას  გავეცანით  აფიშისა და  მოსაწვევის ფორმასა   და  სტრუქტურას,  რასაც  აუცილებლად  გამოვიყენებ  პრაქტიკაში.
   მესამე დღე- შევაჯამეთ  წინა დღეს  ნასწავლი, დავსვით  რამდენიმე  შეკითხვა, რაზეც  ამომწურავი  პასუხები  მივიღეთ ტრენერისგან. საინტერესო  აღმოჩნდა  დავალებად  მოცემული  ,, ტექსტის  სიტუაციური მოდელირების’’ განხილვა, ვეცადეთ  ბავშვის  ხედვით  შეგვეცვალა ტექსტი  და წარმოვადგინეთ   რამდენიმე  ვარიანტი.
    ამ  დღეს  განვიხილეთ  კოგნიტური  სქემების  გამოყენება  სწავლებისას. მაგალითებმა  გვიჩვენა, რომ  სქემები  ეხმარება  მოსწავლეებსაც   და  მასწავლებელსაც  ინფორმაციის  გაანალიზებაში,  წინარე  ცოდნის   გააქტიურებაში. დღესდღეობით, კოგნიტური  სქემების  გარეშე  ჩატარებული  გაკვეთილები, არაეფექტურია.
   მეოთხე  დღე- ტენერის  მიერ  თავისი  პრაქტიკიდან   რამდენიმე  სახალისო  ამბის მოყოლის შემდეგ , ხალისით  შევუდექით  მუშაობას. მეოთხე დღის  გეგმა  კი ასეთი  იყო: ,,ბლომის  ტაქსონომია“;  ,,გონებრივი  იერიში’’;  ,,სოკრატული  მეთოდი’’;    ეპოქა  და ადამიანი;   ეპოქა   და  ლიტერატურა;
    კიდევ  ერთხელ  გავიხსენეთ,  რომ   საჭიროა   მოსწავლეთათვის   შეკითხვები  ისე  იყოს   ფორმულირებული,    შესაძლებელი  გახდეს   სხვადასხვა  სააზროვნო  დონეებზე  გასვლა.
მეხუთე  დღე-,,ვეფხისტყაოსნის’’ მხატვრული  თავისებურებების   სწავლების მეთოდები  და  სტრატეგიები;  დისკუსიის  მეთოდის  გამოყენება სწავლებისას;  რომანტიზმის  სწავლების  მეთოდები;  როგორ  იქმნება  მხატვრული  ტექსტი;
  ვიმუშავეთ  დისკუსიის  ჩატარების  სხვადასხვა  ხერხებზე, ვიმუშავეთ  პრაქტიკულად.   გავითვალისწინეთ  ის  ნიუანსები, რომლებიც  შეიძლება  დაუშვას  მოსწავლემ.
  მეექვსე დღე-განვიხილეთ  და  შევაჯამეთ  წინა დღეს  ნასწავლი, ვიმსჯელეთ  დავალებად  მოცემულ  წერილებზე, კოლეგებისგან  გამოითქვა  მოსაზრებები  და  შენიშვნები, გამოვყავით    დადებითი  და  უარყოფითი   მხარეები,  რომლებსაც  აუცილებლად  გავითვალისწინებთ.  ამ  დღეს   განსაკუთრებით  საინტერსო  იყო   მხატვრული  ტექსტის  განხილვა  სხვადასხვა  კოდით. გადავნაწილდით  ჯგუფებში  და  განვიხილეთ ჩვენ  მიერ შერჩეული ნაწარმოებები.
  მეშვიდე  დღე- განვიხილეთ  დავალება-,, ორმხრივ  ჩანაწერთა  დღიური ‘’ გალაკტიონის  ლექსების  მიხედვით. შემდეგ  გავეცანით   ტრენინგ-დღის  გეგმას:  ,,ვენის  დიაგრამის’’,  ,,კორნელის  გრაფისა“და  თვალსაჩინოების   გამოყენებას  გაკვეთილზე.  გავიგეთ,  რომ  ასეთი  დიაგრამებით  მუშაობა  მოსწავლეებს  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის აღქმაში   ეხმარება.  ვიმუშავეთ  პრაქტიკულად  და  ჩვენი  თხოვნით  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  გაკვეთილის  დაგეგმვას,  დავაზუსტეთ  რამდენიმე  ბუნდოვანი  საკითხი. დღის  ბოლოს  შევაჯამეთ   ნასწავლი  მასალა.
  მერვე  დღე-ვიმუშავეთ  ლიტერატურის  სწავლების  მეთოდიკაზე,  ვფიქრობ  ამ  მეთოდით  შესწავლილი  ტექსტი  მეტად  გააზრებული  ექნებათ  მოსწავლეებს.
    ტრენინგის  პირველ დღეს  ვიმუშავეთ  პრეტესტზე,  ხოლო  ბოლო  დღეს- პოსტესტზე.  შედეგების  მიხედვით  მოხდა მონაწილეთა  შეფასება.
  ტრენინგის  მნიშვნელობის  დასაბუთება--ჩემთვის  ტრენინგი  დროული  და მნიშვნელოვანი  იყო.  განვიმტკიცე  მეტად  საჭირო  ცოდნა,  ნაცნობი  მეთოდები  და  მიდგომები  ახალი  კუთხით  დავინახე. ჩემი  ზედაპირული  ცოდნა  ამ საკითხებთან  დაკავშირებით  უფრო  საფუძვლიანი  გახდა.  საჭიროა   ხშირად  ჩატარდეს  ასეთი  პრაქტიკული  დანიშნულების  ტრენინგები .
           ტრენინგში  მონაწილეობამ  მომცა  სტიმული ახალი  იდეების  განხორციელებისა. ვფიქრობ,  ეს სიახლეები დადებითად  აისახება  ჩემს  მუშაობაზე  და  მოსწავლეთა  გააქტიურებაზე. 

                                           ნანა ქუმსიაშვილი
                                                 

                               

 
                    
                                                                                                                                                                                          









         ტრენინგზე:  სამოქალაქო  საზოგადოება  ადგილობრივი   დემოკრატიისათვის


                                 



ინტელის  ტრენინგზე

  

 



                                                                                                                                                                         




                                           
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

No comments:

Post a Comment